ბორჯომი-ბაკურიანი-ახალქალაქის გზაზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა

შეზღუდვა რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო დაწესდა.
Sputnik
თბილისი, 28 ნოემბერი – Sputnik. ბორჯომი–ბაკურიანი–ახალქალაქის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
უწყების ცნობით, შეზღუდვა რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო დაწესდა.
კერძოდ, აღნიშნული საავტომობილო გზის ანდეზიტი–ღადოლარის მონაკვეთზე (31-62 კმ) აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
წყარო - საავტომობილო გზების დეპარტამენტი