მსოფლიო ჩემპიონატზე ბელგიის მარცხს მაროკოსთან ბრიუსელში არეულობა მოჰყვა - ვიდეო

პოლიციამ ფეხბურთის გულშემატკივართა თავდასხმის შემდეგ წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
Sputnik
კატარში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე კვირას ბელგიის ნაკრები მაროკოსთან დამარცხდა, რასაც ბრიუსელის ცენტრში ქაოსი და არეულობა მოჰყვა.
„ჯერ კიდევ მატჩის დასრულებამდე ათობით ადამიანი პოლიციასთან დაპირისპირებას ცდილობდა, რითაც საზოგადოებრივი უსაფრთხოება ირღვეოდა“, – ნათვქამია ბრიუსელის პოლიციის განცხადებაში.
მობილიზებული იყო დაახლოებით ასი პოლიციელი, საზოგადოებას კი აფრთხილებდნენ, თავი აერიდებინათ ქალაქის ცენტრის გარკვეული უბნებისთვის. მეტროს სადგურები დაიკეტა, ქუჩები კი დაიბლოკა.
პოლიციამ დააკავა 11 ადამიანი, ერთ-ერთი მათგანი კვლავ იზოლატორში იმყოფება.