თბილისი, 28 ნოემბერი — Sputnik. მაღალი ტემპერატურა, ხველა და სხვა რესპირატორული პრობლემები – ეს არის საავადმყოფოებში პაციენტების მიმართვიანობის გაზრდის ძირითადი მიზეზები, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
მედიკოსები განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენას ურჩევენ ორ წლამდე ბავშვების მშობლებს, რამდენადაც იმ ვირუსებთან ბრძოლა, რომელიც ქვეყანაში ამჟამად ცირკულირებს, ყველაზე მეტად პატარებს უჭირთ.
„მომართვიანობა გაზრდილია როგორც კლინიკებში, ისე ამბულატორიებში. ძალზე გავრცელებულია რესპირატორული ვირუსი და რინოვირუსი. ამასთან, შემთხვევების დაახლოებით 20% განპირობებულია კორონავირუსული ინფექციით. გარდა ამისა, გავრცელებულია А ტიპის გრიპის ჯგუფის რამდენიმე შტამი", – განაცხადა ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, მედიცინის დოქტორმა მაია ჩხაიძემ.
ინფექციონისტები გრიპის შემთხვევების პიკს დეკემბერ–იანვარში ელოდებიან, ამავე პერიოდში მოსალოდნელია „ომიკრონის“ შტამის გავრცელებაც. ისინი მოსახლეობას გრიპის საწინააღმდეგო აცრის ჩატარებისკენ მოუწოდებენ.
საქართველოში გრიპის საწინააღმდეგო აცრის უფასოდ ჩატარება მოქალაქეებს 30 ნოემბრამდე შეუძლიათ. ქვეყანაში სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარება 6 თვის ასაკიდან ყველა მსურველისთვის დაახლოებით 400 სამედიცინო დაწესებულებაშია შესაძლებელი. დაწესებულებების ჩამონათვალს შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ბმულზე.