თბილისი, 27 ნოემბერი - Sputnik. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიული წყლების დაბინძურების ორი ფაქტი გამოავლინეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კერძოდ, ლიბერიისა და კამერუნის დროშების ქვეშ მცურავმა გემებმა ზღვა სამეურნეო წყლებით დააბინძურეს.
უწყების ცნობით, ფოთის საქალაქო სასამართლომ გემების კაპიტნებს 65-65 ათასი ლარის ოდენობით ჯარიმა დააკისრა.
გემებს თავისუფალი ნაოსნობის უფლება დაკისრებული საჯარიმო სანქციისა და გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხის გადახდის შემდეგ მიეცათ.