თბილისი, 27 ნოემბერი – Sputnik. ქართველი თავდამსხმელი სანდრო მამუკელაშვილი Oshkosh Arena-ზე „ვისკონსინ ჰარდის“ შემადგენლობაში „სიუქს ფოლზ სკაიფორსის“ წინააღმდეგ ყველაზე შედეგიანი მოთამაშე გახდა.
Wisconsin Heard არის „მიულოკი ბაქსის“ სარეზერვო გუნდი, რომელიც NBA-ს G-ში - განვითარების ლიგაში -თამაშობს.
მამუკელაშვილმა 27 ქულა მოაგროვა და მოედანზე 34 წუთი გაატარა. მის ანგარიშზეა 10 მოხსნა, მათგან ხუთი შეტევაში. სანდრომ 14-დან 10 ორქულიანი, 5-დან 1 სამქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო.
მატჩი ანგარიშით 133-126 დასრულდა.