სექსუალური ძალადობა მონაზონზე: ხაშურში ორი პირი დააკავეს

მონაზონი მძიმე დაზიანებებით ხაშურის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს.
Sputnik
თბილისი, 26 ნოემბერი – Sputnik. ხაშურში, სოფელ ცხრამუხაში 70 წლის მონაზონზე სექსუალური ძალადობის და მონასტერში ყაჩაღობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ხაშურისა და სურამის ეპარქიის დედათა მონასტერში ორი პირი შეიჭრა. ისინი მონაზვნებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ერთ-ერთი მონაზონი, რომელსაც სხეულზე მრავლობითი დაზიანებები და ტვინის შერყევა აღენიშნება, ხაშურის ერთ-ერთი საავადმყოფოს ინტენსიურ განყოფილებშია მოთავსებული და მისი მდგომარეობა მძიმეა.
შემთხვევა პარასკევს მოხდა.
შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებულები არიან წარსულში ნასამართლევი 1995 წელს დაბადებული ლ.ტ. და 1983 წელს დაბადებული ვ.გ. მათ ბრალად 1952 წელს დაბადებული პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობა და გაუპატიურება ედებათ.
ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისა და გაუპატიურების ფაქტებზე გამოძიებ სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 და 137-ე მუხლის მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს. დანაშაული 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
წყარო - შსს