საჩხერეში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს

მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.
Sputnik
თბილისი, 25 ნოემბერი – Sputnik. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხამში დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო გამოავლინეს.
გავრცელებული ინფორმაციით, მოქალაქეს უკანონო სახერხი საამქრო ეზოში ჰქონდა მოწყობილი. საამქროს ტერიტორიაზე აღმოჩენილია უკანონოდ მოპოვებული 4 კუბურ მეტრამდე წიფელის სახეობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი).
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებული მასალები, რომელიც შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებას გადაეგზავნა.