ქართული სტარტაპი Unicorn Startup Battle International-ის ფინალშია

კონკურს Unicorn Startup Battle International-ის ფინალი 2022 წლის დეკემბერში გაიმართება.
Sputnik
თბილისი, 25 ნოემბერი – Sputnik. ქართული სტარტაპი PHARAO საერთაშორისო კონკურს Unicorn Startup Battle International-ის ფინალში გავიდა, იუწყება Marketer.ge.
Unicorn.Events არის მსოფლიოში ყველაზე დიდი კონკურსი მზარდი სტარტაპებისთვის. ღონისძიების ფარგლებში მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ უშუალოდ ინვესტორებთან დაამყარონ ურთიერთობა.

„გამარჯვება და ფინალში გასვლა ძალზე მნიშვნელოვანია! ეს ძალზე ეფექტური საშუალებაა ინვესტორების ყურადღების მისაპყრობად და იდეების შემოწმების შესაძლებლობისთვის“, – განაცხადა სტარტაპის დამფუძნებელმა ირაკლი გამყრელიძემ და აღნიშნა, რომ ფინალში „ბოლომდე იბრძოლებენ გამარჯვებისთვის“.

PHARAO ადამიანების 3D ავატარების ბიბლიოთეკას ქმნის, აკავშირებს მოდელებსა და ციფრულ ინდუსტრიებს, რაც საბოლოოდ ამ ავატარებით მრავალჯერად ვაჭრობას ემსახურება. ზემოხსენებულ საერთაშორისო კონკურსში კი ის საქართველოში ჩატარებულ Unicorn Startup Battle Georgia კონკურსში გამარჯვების შედეგად მოხვდა.