თბილისი, 24 ნოემბერი – Sputnik. ქუთაისში 65 წლის ქალი ძაღლის დაკბენის შემდგომი გართულებით კლინიკაში გარდაიცვალა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
პაციენტი ძაღლმა სამტრედიაში 31 ოქტომბერს დაკბინა. გავრცელებული ინფორმაციით, ქალმა ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინის არასრული კურსი ჩაიტარა, რამაც, სავარაუდოდ, გართულება გამოიწვია.
ექიმის განცხადებით, პაციენტს ცოფისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აღენიშნებოდა, ის გულის გაჩერებით გარდაიცვალა, თუმცა მის ანალიზებში ცოფი არ აღმოჩნდა.
კლინიკაში ვარაუდობენ, რომ ჩატარებული ვაქცინის გამო ცოფი, შესაძლოა, ანალიზში აღარ გამოვლენილიყო. ექსპერტიზაზე კი ოჯახმა უარი განაცხადა.