უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებს უკვე 26 ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა.
Sputnik
თბილისი, 24 ნოემბერი – Sputnik. უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, 44 წლის კონსტანტინე ქურსუა დაიღუპა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
გავრცელებული ინფორმაციით, ქურსუა წარმოშობით სოხუმიდან იყო და მრავალი წელია ოჯახთან ერთად უკრაინაში ცხოვრობდა.
ამ დროისათვის მომხდარის შესახებ მეტი ინფორმაცია არ არის ცნობილი.
უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებს უკვე 26 ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა.
საქართველოს ხელისუფლებამ თავიდანვე განაცხადა, რომ მოხალისეების უკრაინაში გამგზავრებას ორგანიზებას ვერ გაუკეთებდა. ამასთან აღინიშნა, რომ სახელმწიფო ვერ აუკრძალავს ვერცერთ მოქალაქეს, ინდივიდუალურად თუ აქვს ვინმეს სურვილი, მიიღოს მონაწილეობა უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებში.
24 თებერვალს რუსეთმა „სამხედრო სპეცოპერაცია“ წამოიწყო უკრაინის „დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის მიზნით“. ამის საპასუხოდ დასავლეთის ქვეყნებმა მოსკოვის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სანქციები გამოაცხადეს, რომელთა დაწესება ამ დრომდე მიმდინარეობს.