The Voice of Georgia-ს ახალი სეზონი იწყება

Sputnik
თბილისი, 24 ნოემბერი — Sputnik. ვოკალური პროექტი The Voice of Georgia-ს ახალი სეზონი, რომლის გამარჯვებულიც საქართველოს „ევროვიზია 2023“-ზე წარადგენს, 8 დეკემბერს დაიწყება, იუწყება „პირველი არხი“.
მუსიკალური ტელეშოუს კონკურსანტების მწვრთნელები იქნებიან სტეფანე მღებრიშვილი, სოფო ტოროშელიძე, კომპოზიტორი დავით ევგენიძე და ჯგუფ „ქუჩის ბიჭების“ ყოფილი სოლისტი დათო ფორჩხიძე. შოუს წამყვანი გვანცა დარასელია იქნება.
შოუ The Voice of Georgia-ს მენტორი სტეფანე მღებრიშვილი
The Voice of Georgia - არის სატელევიზიო ვოკალური შოუ. 2012 წლიდან კონკურსი „იმედის“ არხზე გადიოდა, ამჟამად კი „პირველი არხით“ გადაიცემა.
ადრე მას ეწოდებოდა „ახალი ხმა“. პირველი ორი სეზონის გამარჯვებულები გახდნენ სალომე ქათამაძე და მარიამ ჩაჩხიანი. პროექტი ორიგინალური ფორმატის The Voice ქართული ანალოგია. პროექტი პირველად 2010 წელს ჰოლანდიურ ტელევიზიაში RTL4 გამოჩნდა, როგორც The Voice of Holland, შემდეგ ეს პროექტი უამრავმა ქვეყანამ იყიდა.