თბილისში ავარიას „გლოვოს“ კურიერი ემსხვერპლა

ახალგაზრდა მამაკაცი მოპედით გადაადგილდებოდა, რა დროსაც გაჩერებულ ტრაილერს შეეჯახა.
Sputnik
თბილისი, 24 ნოემბერი – Sputnik. თბილისში აეროპორტისკენ მიმავალ ტრასაზე მომხდარ ავარიას „გლოვოს" კურიერი შეეწირა, იუწყება ტელეკომპანია „მთავარი არხი“.
არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი მოპედით გადაადგილდებოდა, რა დროსაც გაჩერებულ ტრაილერს შეეჯახა. შემთხვევა ოთხშაბათს მოხდა. ახალგაზრდა მძიმე მდგომარეობაში კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. მამაკაცი დღეს გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
წყარო - ტელეკომპანია „მთავარი არხი“.