სხვა ჯორჯია...

საქართველო კიდევ ერთხელ აღმოჩნდა სახალიხო სიტუაციაში მისი ინგლისურენოვანი დასახელების - ჯორჯიას გამო, რომელიც ხშირად ასოცირდება ამერიკის იგივე დასახელების მქონე შტატთან
Sputnik
საქმე ისაა, რომ 19 ნოემბერს ქართველმა მორაგბეებმა ისტორიული გამარჯვება მოიპოვეს - კარდიფში გამართულ მატჩში ქართველმა სპორტსმენებმა უელსის გუნდი დაამარცხეს ანგარიშით 13:12. თუმცა მსოფლიო სპორტის საზოგადოებამ გამარჯვება მიულოცა არა საქართველოს, არამედ ამერიკის შტატ ჯორჯიას რაგბის კავშირს.
ამერიკელ მორაგბეებს არც კი დაჭირვებიათ გამოექვეყნებინათ პოსტი, რომელშიც განმარტავდნენ, რომ უელსი 19 ნოემბერს მათ არ დაუმარცხებიათ.
„სანამ მილოცვებს ვიღებთ, უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენ ვართ ამერიკის ჯორჯიას შტატის რაგბის კავშირი, და ჩვენ არ მოგვიგია უელსისათვის. თუმცა გმადლობთ! ჩვენ ვულოცავთ ქართველ ხალხს ამ ისტორიულ გამარჯვებას“, - ნათქვამია ჯორჯიას შტატის რაგბის კავშირის განცხადებაში.