ინდონეზიაში მიწისძვრას 160-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა - ფოტო

ინდონეზიაში სტიქიურის უბედურების შედეგად დაშავდა და დაიღუპა ასობით ადამიანი. სეისმოლოგებმა ახალი მიწისქვეშა ბიძგების საშიშროების შესახებ გაფრთხილება გაავრცელეს.
Sputnik
ინდონეზიაში, კუნძულ იავაზე მიწისძვრის შედეგად, წინასწარი ინფორმაციით, დაიღუპა 160-ზე მეტი ადამიანი, ასობით ადამიანი კი დაშავდა.
მიწისძვრის ბიძგები იგრძნობოდა ჯაკარტაშიც, სადაც მრავალსართულიანი შენობები შეირყა. ადამიანები პანიკაში ქუჩაში გარბოდნენ, თუმცა ჯაკარტაში დიდი ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
1 / 10

აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის მონაცემებით, მიწისძვრა 5,6 მაგნიტუდის სიმძლავრის იყო

2 / 10

ეპიცენტრი მდებარეობდა ქალაქ ჩიანჯურში 10 კილომეტრის სიღრმეზე

3 / 10

შედეგად დაიღუპა მინიმუმ 162 ადამიანი

4 / 10

ჰოსპიტალიზებულია უამრავი ადამიანი

5 / 10

მაშველები განაგრძობენ ნანგრევებში დაშავებულთა ძიებას

6 / 10

სამაშველო სამუშაოებს ართულებს შეფერხებები ელექტრომომარაგებაში

7 / 10

მიწისძვრამ დააზიანა და დაანგრია ათობით სახლი

8 / 10

13 ათასზე მეტი ადამიანი საევაკუაციო ცენტრშია გადაყვანილი

9 / 10

ერთ-ერთი სოფლის მკვიდრები დაკრძალვის დროს პატივს მიაგებენ ჩიანჯურში მომხდარი მიწისძვრის დროს დაღუპულთა ხსოვნას

10 / 10

ინდონეზიაში მიწისძვრა საკმაოდ ხშირი მოვლენაა - ქვეყანა „ცეცხლოვანი რკალის“ ტექტონიკური აქტიურობის ზონაში მდებარეობს