ისტორიული გამზირის ახალი სახე - ფოტო

ავლაბარში დასრულდა ქეთევან წამებულის გამზირის სრული რეაბილიტაცია – ავლაბრის მოედნიდან ლეხ კაჩინსკის ქუჩამდე.
Sputnik
სარემონტო სამუშაოების დროს შეიცვალა და განახლდა მიწისქვეშა და მიწისზედა კომუნიკაციები, მოეწყო გაჩერებები, საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გამოიყო ცალკე სამოძრაო ზოლი, შეიცვალა ტროტუარები. ინფრასტრუქტურა სრულად ადაპტირებულია შშმ პირთათვის.
1 / 12

ახლა ქეთევან წამებულის გამზირი თანამედროვედ გამოიყურება

2 / 12

აქ შეიცვალა ყველაფერი - გზა, ტროტუარი, დაირგო ახალი ხეები

3 / 12

ასე გამოიყურება გამზირის სავალი ნაწილი

4 / 12

დაიხაზა საზოგადოებრივი ტრანსპორტისათვის განკუთვნილი სამოძრაო ზოლი

5 / 12

გამზირზე გადაადგილება კომფორტული და სასიამოვნო გახდა ქვეითებისათვის

6 / 12

ეს კი მეტრო „300 არაგველის“ მიმდებარე ტერიტორიაა

7 / 12

გასულ წელს აქაურობა საერთოდ სხვანაირი იყო

8 / 12

გამზირზე დამონტაჟდა სახანძრო ჰიდრანტებიც

9 / 12

მოეწყო გზაგამყოფი კუნძულები

10 / 12

დამონტაჟდა ახალი შუქნიშნები

11 / 12

გამზირის რეაბილიტაციის პროექტი მერიამ 2022 წლის მაისში წარმოადგინა

12 / 12

ელექტროგადამცემი ხაზები ახლა მიწისქვეშაა, გარე განათების ქსელი კი სრულად განახლდა