თოვლი, ძლიერი ქარი და წვიმა: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში უახლოეს დღეებში

ამინდი საქართველოში 26-27 ნოემბერს გაუარესდება – იწვიმებს, დაუბერავს ძლიერი ქარი.
Sputnik
თბილისი, 24 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში უახლოეს დღეებში ამინდი მკვეთრად გაუარესდება, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სინოპტიკოსების ცნობით, 26 ნოემბერს დღის ბოლოდან 27 ნოემბრის დღის ბოლომდე საქართველოში (ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში) მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, ასევე დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.
გარდა ამისა, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვაა მოსალოდნელი, მაღალმთიან რეგიონებში კი თოვლი.
სააგენტოს ცნობით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, ხოლო მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.