საქართველოში 12 წლის გოგონა დედა გახდა

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ გოგონა, შესაძლო გართულებების თავიდან ასაცილებლად, რუსთავიდან თბილისში გადმოიყვანა.
Sputnik
თბილისი, 24 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში 12 წლის გოგონამ ბავშვი გააჩინა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
გავრცელებული ინფორმაციით, დედაცა და ბავშვიც თავს კარგად გრძნობენ. მშობიარობამ ნორმალურად ჩაიარა.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ გოგონა, შესაძლო გართულებების თავიდან ასაცილებლად, რუსთავიდან თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოიყვანა.
ცნობილია, რომ მეშვიდეკლასელმა ბავშვი თავისი მეგობრისგან გააჩინა, რომელიც პოლიციამ უკვე დაკითხა. ჯერჯერობით უცნობია, დადგება თუ არა ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხი.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს