ტოჩინოშინმა შემოდგომის ტურნირზე მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა - ვიდეო

ტოჩინოშინმა დასავლეთის მე-15 მაეგაშირა ატამიფუჯი დაამარცხა.
Sputnik
თბილისი, 23 ნოემბერი – Sputnik. ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, იგივე ტოჩინოშინმა, რომელიც იაპონიის ქალაქ ფუკუოკაში მიმდინარე შემოდგომის ტურნირზე დასავლეთის მე-8 მაეგაშირას სტატუსით ასპარეზობს, მეხუთე გამარჯვება მოიპოვა.
კიუშუ ბაშოზე შეჯიბრების მე-11 დღეს ტოჩინოშინმა დასავლეთის მე-15 მაეგაშირა ატამიფუჯი დაამარცხა.
ახლა გორგაძის ანგარიშზე 5 მოგება და 6 წაგებაა. დადებითი ბალანსის დასაფიქსირებლად ტოჩინოშინმა ოთხი დარჩენილი შეხვედრიდან სამი მაინც უნდა მოიგოს.
გორგაძის მეტოქე ხვალ აღმოსავლეთის მე-13 მაეგაშირა ოკინოუმი იქნება.
კიუშუ ბაშო ქალაქ ფუკუოკას საერთაშორისო ცენტრში 13 ნოემბერს დაიწყო და 27 ნოემბრამდე გასტანს. სუმოისტებმა 15 დღის განმავლობაში 15 ორთაბრძოლაში უნდა მიიღონ მონაწილეობა.