თბილისი, 23 ნოემბერი – Sputnik. სამეგრელოში 28 წლის მამაკაცი 8 წლის ძმისშვილზე სექსუალური ხასიათის ძალადობის ფაქტზე დააკავეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
ტელეარხის ინფორმაციით, ბავშვი მამაკაცის ძმისშვილია.
პოლიციას დახმარებისთვის ბავშვის დედამ მიმართა. დაკავებულის ნათესავები ძალადობის ფაქტს უარყოფენ.
გამოძიება მიმდინარეობს სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების მუხლით. მამაკაცი სასამართლოს გადაწყვეტილებას პატიმრობაში დაელოდება.