მსოფლიო დღეს

პუტინი ერევანში CSTO-ს სამიტზე ჩავიდა

ეს პუტინის სომხეთში მერვე ვიზიტია. ბოლოს ის ერევანში 2019 წლის ოქტომბერში იმყოფებოდა.
Sputnik
თბილისი, 23 ნოემბერი – Sputnik. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ერევანში ჩავიდა, სადაც ის მონაწილეობას მიიღებს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (CSTO) სამიტში, იუწყება „Sputnik-სომხეთი“.
რუსეთის პრეზიდენტს „ზვართნოცის“ საერთაშორისო აეროპორტში სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი დახვდა.
ეს პუტინის სომხეთში მერვე ვიზიტია. ბოლოს ის ერევანში 2019 წლის ოქტომბერში იმყოფებოდა, რა დროსაც მონაწილეობა მიიღო ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერების სამიტში.
23 ნოემბერს სომხეთის დედაქალაქში CSTO-ს წევრი ქვეყნების ლიდერები რამდენიმე საკვანძო დოკუმენტს განიხილავენ, რომლებიც სტრუქტურის ეფექტურობის გაზრდაზეა ორიენტირებული.
სამხედრო-პოლიტიკური ორგანიზაციის შემადგენლობაში შედიან სომხეთი, ბელარუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, რუსეთი და ტაჯიკეთი.