ერთი მოკლეს, მეორე დაჭრეს - პოლიციამ ხარაგაულში მომხდარი მკვლელობა გახსნა

დანაშაული სოფელ პატარა ხარაგაულში სუფრასთან დაწყებულ კონფლიქტს მოჰყვა.
Sputnik
თბილისი, 23 ნოემბერი – Sputnik. პოლიციამ ხარაგაულის რაიონში ერთი ადამიანის მკვლელობისა და ერთის დაჭრის საქმე გახსნა, ამ საქმესთან დაკავშირებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით 44 წლის მოქალაქეა დაკავებული, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადგინა მკვლელობასა და დაჭრაში ეჭვმიტანილის ვინაობა და ის ამჟამად იძებნება.
დანაშაული სოფელ პატარა ხარაგაულში, სავარაუდოდ, ერთ-ერთ ოჯახში გაშლილ სუფრასთან დაწყებული კონფლიქტის გამო მოხდა. ადგილობრივმა მცხოვრებლებმა ჟურნალისტებთან ისაუბრეს, რომ გასროლის ხმა შემოესმათ, ხოლო შემთხვევის ადგილზე მისულებს ორი დაჭრილი მამაკაცი დახვდათ, ერთი ავტომობილში იყო, ხოლო მეორე, 40 წლამდე მამაკაცი – ქუჩაში.
მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამ ინციდენტის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა გუჯა ბერაძე, ხოლო საავადმყოფოშია ირაკლი კიკნაძე.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს