ნონა გაფრინდაშვილი იტალიაში ვეტერანების ტურნირზე ლიდერობს

ნონა გაფრინდაშვილმა ოთხი პარტია მოიგო და სამი ყაიმით დაასრულა.
Sputnik
თბილისი, 23 ნოემბერი – Sputnik. ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილი 65 წელზე უფროსი ასაკის ვეტერანთა შორის მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატში პირველ ადგილს იკავებს.
FIDE-ს ეგიდით რიგით მე-13 მსოფლიო ჩემპიონატი ვეტერან-მოჭადრაკეებს შორის იტალიის ქალაქ ასიზიში 15 ნოემბერს დაიწყო. შეჯიბრება 11 ტურს მოიცავს და შვეიცარიული სისტემით იმართება. ჩემპიონატი 26 ნოემბერს დასრულდება.
დიდოსტატმა ნონა გაფრინდაშვილმა შვიდი შეხვედრა ჩაატარა და 5,5 ქულა დააგროვა (ოთხი მოგება და სამი ყაიმი).
ნონა გაფრინდაშვილი 65+ ასაკის ქალთა შორის მოქმედი ჩემპიონია. ამ ტიტულის მფლობელი ქართველი დიდოსტატი 1995, 2009, 2014-2016, 2018 და 2019 წლებში გახდა. 2020 და 2021 წლებში კორონავირუსის პანდემიის გამო ტურნირი არ გამართულა.
საქართველოს სახელით ტურნირზე ასევე ასპარეზობენ ზურაბ სტურუა (50+), რომელიც ასევე პირველ ადგილზეა, და სოფიკო ტერელაძე (50+).