მარნეულში ავარიას არასრულწლოვანი შეეწირა

17 წლის გოგონა გზაზე გადადიოდა, რა დროსაც მას მანქანა დაეჯახა.
Sputnik
თბილისი, 23 ნოემბერი – Sputnik. მარნეულში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არასრულწლოვანი დაიღუპა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
გავრცელებული ინფორმაციით, ქვეითად მოსიარულე 17 წლის გოგონა გზაზე გადადიოდა, რა დროსაც მას მანქანა დაეჯახა. ის ადგილზე გარდაიცვალა.
ფაქტზე დაწყებულია გამოძიება. მომხდარის სხვა დეტალები არ ვრცელდება.
წყარო - ტელეკომპანია „რუსთავი2“.