ილია მეორემ რუსეთის პატრიარქს დაბადების დღე მიულოცა

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილმა კვირას 76-ე დაბადების დღე აღნიშნა.
Sputnik
თბილისი, 23 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ რუსეთის პატრიარქ კირილს დაბადების დღე მიულოცა, უსურვა მშვიდობის სწრაფი აღდგენა რუსეთსა და საქართველოსა და რუსეთსა და უკრაინას შორის, ნათქვამია რუსეთის საპატრიარქოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილმა 76-ე დაბადების დღე კვირას აღნიშნა.

„ქრისტესმიერი სიყვარულით გილოცავთ დაბადების დღეს! ასეთ რთულ დროს გისურვებთ ჯანმრთელობას და ღვთის წყალობას. ასევე გისურვებთ, რომ თქვენი და საერთო ძალისხმევით რაც შეიძლება მალე აღდგეს სამართლიანობა და მშვიდობა რუსეთსა და უკრაინას შორის, ჩვენს სახელმწიფოებს შორის. უფალი გფარავდეთ თქვენ და თქვენს მრევლს“, – ნათქვამია წერილში.

პატრიარქი კირილი დაიბადა 1946 წლის 20 ნოემბერს ლენინგრადში, მღვდლის ოჯახში. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ადგილობრივმა საბჭომ 2009 წლის 27 იანვარს სმოლენსკისა და კალინინგრადის მიტროპოლიტი კირილი მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქად აირჩია. ის გახდა მოსკოვის მე-16 პატრიარქი.
იმავე წლის 1 თებერვალს კირილი ქრისტეს მაცხოვრის საკათედრო ტაძარში ეკურთხა.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს