მსოფლიო დღეს

სტრუქტურა მთლიანად დარღვეულია: ვრცელდება რუსული „ჩრდილოეთის ნაკადების“ ახალი ვიდეო

Sputnik
თბილისი, 23 ნოემბერი — Sputnik. რუსულ გაზსადენებზე სექტემბერში მომხდარი აფეთქების შედეგად „ჩრდილოეთის ნაკადების“ სტრუქტურა თითქმის მთლიანად დარღვეულია, ნათქვამია BBC-ს ერთ-ერთი პროდიუსერის ტვიტში, რომელმაც შესაბამისი ვიდეო სოციალური ქსელებით გაავრცელა.
მანამდე შვედეთის პროკურატურამ დაადასტურა, რომ ბალტიის ზღვაში გამავალ რუსულ გაზსადენებზე, ჩრდილოეთის ნაკადი-1“-სა და „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ზე მომხდარი აფეთქება ნამდვილად დივერსია იყო.
გამოძიებამ შემთხვევის ადგილზე ასაფეთქებელი ნივთიერების ნარჩენები და უცხო საგნების ფრაგმენტები აღმოაჩინა.
რუსულ გაზსადენებზე — „ჩრდილოეთის ნაკადი-1“-სა და ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ზე აფეთქება 26 სექტემბერს მოხდა. გერმანია, დანია და შვედეთი იმთავითვე არ გამორიცხავდნენ, რომ მომხდარი მიზანმიმართული დივერსია იყო. კრემლში ინციდენტი საერთაშორის ტერორიზმად შეაფასეს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის მარია ზახაროვას თქმით, აფეთქების ზონაში ნატოს სწავლებები მიმდინარეობდა ღრმაწყლოვანი აღჭურვილობის გამოყენებით. თავის მხრივ, დასავლეთში არ გამორიცხავენ, რომ დივერსიაში თავად რუსეთის ხელი ერიოს.