თბილისი, 22 ნოემბერი – Sputnik. შიდა ქართლში პოლიციამ სექსუალური ძალადობის ბრალდებით 60 წლამდე მამაკაცი დააკავა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
ტელეარხის ინფორმაციით, ბრალდებული ბავშვის ნათესავია.
გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცს გოგონა ნაქირავებ ბინაში მიჰყავდა, სადაც მის მიმართ გარყვნილ ქმედებას სჩადიოდა.
ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლით, რაც სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას გულისხმობს.
შსს-ს ან პროკურატურას ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.
წყარო - ტელეკომპანია „რუსთავი2“