მძღოლების საყურადღებოდ! ქეთევან წამებულის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობა იზღუდება

Sputnik
თბილისი, 22 ნოემბერი — Sputnik. საახალწლო ილუმინაციების მონტაჟის გამო ქეთევან დედოფლის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება, ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.
უწყების ცნობით, 23 ნოემბრის 24:00-დან 06:00 საათამდე პერიოდში ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება ავლაბრის მოედნიდან ლეხ კაჩინსკის ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში.
დროის აღნიშნულ პერიოდში სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას შეძლებენ ირბახის, წურწუმიას, ზურაბაშვილისა და კაჩინსკის ქუჩების საშუალებით. კაჩინსკის ქუჩიდან გადაადგილება შესაძლებელი იქნება როგორც ბოჭორმის ქუჩის, ისე ქეთევან დედოფლის გამზირის მიმართულებით (მარცხნივ მოხვევით).
გარდა ამისა, ავტომობილის მძღოლები იმოძრავებენ თელავის ქუჩიდან ბოჭორმის ქუჩის, ასევე იალბუზის ქუჩიდან მტკვრის მარცხენა სანაპიროს მიმართულებით.