5,5 მეტრზე მეტი სიმაღლის ხე, რომელმაც საშობაო ნაძვების კონკურსში გაიმარჯვა, ვაშინგტონში პენსილვანიიდან ცხენებშებმული ეტლით ჩაიტანეს.
აღსანიშნავია, რომ საშობაო ნაძვისხეების მწარმოებელთა ეროვნული ასოციაცია შესარჩევ კონკურსს 1966 წლიდან აწყობს.
თეთრ სახლში საშობაო ნაძვისხე პირველად 1889 წელს დაიდგა. მაშინ შეერთებული შტატების 23-ე პრეზიდენტმა ბენჯამინ ჰარისონმა სადღესასწაულო ხე რეზიდენციის ყვითელ ოთახში განათავსა. 1912 წლიდან ნაძვისხეს თეთრი სახლის ცისფერ ოთახში დგამენ.