თბილისი, 22 ნოემბერი — Sputnik. რუსთავში, ლეონიძის პარკში მდებარე სასაწყობე ოთახში გარდაცვლილი მამაკაცის ცხედარი იპოვეს, იუწყება „მთავარი არხი“.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, გარდაცვლილი 85 წლამდე ასაკის იყო.
ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე „თვითმკვლელობამდე მიყვანის“ მუხლით არის აღძრული.