თბილისი, 22 ნოემბერი – Sputnik. 13 წლის გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედების ფაქტზე დაკავებულ შუახნის მამაკაცს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
60 წლამდე მამაკაცს, რომელიც შიდა ქართლის პოლიციამ 20 ნოემბერს დააკავა პროკურატურამ ბრალდება არასრულწლოვნის მიმართ ძალადობით და მუქარით განხორციელებული სექსუალური ხასიათის ქმედების ფაქტზე წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სხვადასხვა დროს 13 წლის არასრულწლოვნის მიმართ ძალადობით და ძალადობის მუქარით სექსუალური ხასიათის ქმედება განახორციელა.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებული ბავშვის ნათესავია, ფაქტი შიდა ქართლში მოხდა.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მამაკაცს 15-დან 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
წყარო - პროკურატურა