ბათუმის პორტში გამნაღმველებმა ასაფეთქებელი მოწყობილობა ვერ იპოვეს

გუშინ პორტის ადმინისტრაციაში უცნობმა პირმა დარეკა და განაცხადა, რომ ერთ-ერთი გემი დანაღმული იყო.
Sputnik
თბილისი, 22 ნოემბერი – Sputnik. ბათუმის პორტში განაღმვითი სამუშაო დასრულებულია, გამნაღმველებმა ასაფეთქებელი მოწყობილობა ვერ იპოვეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით ოფიციალურ უწყებებს განცხადება ჯერ არ გაუკეთებიათ.
ბათუმის პორტში გუშინ გამნაღმველები მას შემდეგ მივიდნენ, რაც იქ მოსალოდნელი აფეთქების შესახებ შეტყობინება მიიღეს. შეტყობინების მიხედვით, ბულგარეთის დროშით მცურავ ხომალდზე, რომელიც გასვლას გეგმავდა, ბომბი იყო დამონტაჟებული.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს