რამდენი ადამიანი შეეწირა ხანძრებს საქართველოში ცხრა თვეში

2022 წლის პირველ ცხრა თვეში ხანძრების შედეგად საქართველოში 44 ადამიანი დაიღუპა.
Sputnik
თბილისი, 21 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში 2022 წლის 1 იანვრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში 11,1 ათასი ხანძარი მოხდა, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.
უწყების ცნობით, ხანძრებში დაიღუპა 44 ადამიანი, სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო 148 პირმა.
აღნიშნულ პერიოდში მთლიანად დაიწვა 342 შენობა, დანარჩენ შემთხვევებში ხანძრის ლიკვიდაცია მოხერხდა ნაგებობის სრულ განადგურებამდე.
ხანძრების პიკი საქართველოში 2017 წელს იყო. მაშინ ქვეყანაში დაფიქსირდა 15.222 ხანძარი, დაიღუპა 79 ადამიანი და დაიწვა 543 შენობა.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს