მეტი, ვიდრე გამოფენა: პანდემიის შემდეგ სოფლის მეურნეობა აღდგა - ფოტო

საგამოფენო ცენტრ Expo Georgia-ში პანდემიის შემდეგ სოფლის მეურნეობის პროდუქციის პირველი გამოფენა Agro Food Drink Tech Expo 2022 გაიმართა.
Sputnik
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ათობით კომპანია სხვადასხვა ქვეყნიდან. მსხვილი უცხოური კომპანიები მონაწილეობდნენ პოლონეთიდან, იტალიიდან, თურქეთიდან და ბელარუსიდან. წარმოდგენილი იყო სხვა ქვეყნებიც, ასევე სხვადასხვა ქართული კომპანიები და საწარმოები.
1 / 14

პანდემიის დასრულების შემდეგ პირველად გაიმართა გამოფენა Agro Food Drink Tech Expo 2022

2 / 14

ადრე ასეთი გამოფენები ყოველწლიურად იმართებოდა, ახლა კი ტრადიცია ხელახლა ინერგება

3 / 14

გამოფენაში მონაწილეობა ბევრმა ქართულმა და უცხოურმა კომპანიამ მიიღო

4 / 14

გახსნაში მონაწილეობდნენ საქართველოს მთავრობისა და დიპლომატიური კორპუსის წევრები

5 / 14

ბელარუსულმა კომპანიებმა თბილისში სხვადასხვა სახის პროდუქტები ჩამოიტანეს

6 / 14

გამოფენაზე ასევე გაიმართა კონფერენცია საქართველოს საბანკო და საფინანსო სექტორებისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაწილეობით

7 / 14

გამოფენაზე შესაძლებელი იყო წარმოდგენილი პროდუქტების დეგუსტაცია, მოწონების შემთხვევაში კი მისი შეძენა

8 / 14

სტენდებთან უამრავი ხალხი იყო

9 / 14

გამოფენა სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებმა გახსნეს და ყველა ექსპოზიცია მოინახულეს

10 / 14

ბელარუსულმა კომპანიებმა თბილისში ჩამოიტანეს სხვადასხვა საკვები პროდუქტები და სოფლის მეურნეობისთვის განკუთვნილი ტექნიკა

11 / 14

პავილიონის მიმდებარე ტერიტორიაზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა კომპანიების პროდუქცია

12 / 14

აქ შესაძლებელი იყო ღვინის, ყველის, პურის და სხვა პროდუქტების დაგემოვნება

13 / 14

იყიდებოდა სუვენირებიც

14 / 14

ერთი სიტყვით, გამოფენა შედგა! 2023 წელს ის კვლავ უმასპინძლებს სტუმრებს