თბილისი, 21 ნოემბერი − Sputnik. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ბევრი გააკეთა უკრაინის საბრძოლო მომზადებისთვის და მოკავშირეებთან ერთად კვლავაც განაგრძობს კიევისთვის დახმარების გაწევას, განაცხადა ჯაკარტაში ვიზიტით მყოფმა აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა კოლეგა პრაბოვო სუბიანტოსთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
„უკრაინას 20 მლრდ დოლარზე მეტის დახმარება აღმოვუჩინეთ. ჩვენ განვაგრძობთ უკრაინის მხარდაჭერას იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც ეს საჭირო იქნება. ეს საერთაშორისო ძალისხმევებია. უკრაინის საკითხებში საკონტაქტო ჯგუფს ყოველთვე ვხვდები არა მარტო ნატოს, არამედ მსოფლიოს სხვა ქვეყნების მინისტრების მონაწილეობით. პირველივე შეხვედრიდან ისინი მზად არიან, გადაეცეს უკრაინას იმდენი დახმარება, რამდენის მიწოდებაც შეგვიძლია და რამდენიც საჭირო იქნება“, − განაცხადა ოსტინმა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ძნელია იმის თქმა, თუ როგორ განვითარდება მოვლენები, მაგრამ აშშ კონცენტრირებულია კიევის დახმარებაზე და კვალავაც დაუჭერს მხარს უკრაინას მანამ, სანამ ქვეყანას ეს დასჭირდება.