თბილისი, 20 ნოემბერი – Sputnik. ზუგდიდში მოზარდი თანატოლებთან ხელჩართული ჩხუბის შედეგად დაიღუპა, ორი პირი დაკავებულია, იუწყება „მთავარი არხი“.
თვითმხილველების თქმით, არასრულწლოვნებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მესხიას ქუჩაზე, სტადიონზე მოხდა, შემდეგ ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. სწორედ ამ დროს 14 წლის ბიჭს, სავარაუდოდ ცივი იარაღით, რამდენიმე ჭრილობა მიაყენეს. არასრულწლოვანი კლინიკაში გადაიყვანეს, მაგრამ ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
შსს-ს მომხდართან დაკავშირებით განცხადება ჯერ არ გაუვრცელებია.