ზუგდიდში ორი ადამიანი მოწამვლის შედეგად გარდაიცვალა

წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი სოკოთი მოწამლვაა.
Sputnik
თბილისი, 19 ნოემბერი – Sputnik. ზუგდიდში ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში მეზობლებმა ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
წინასწარი ინფორმაციით, მათი გარდაცვალების მიზეზი სოკოთი მოწამვლა გახდა.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, გარდაცვალებიდან რამდენიმე საათით ადრე ორმა ადამიანმა ქალაქის კლინიკას ინტოქსიკაციის ნიშნებით მიმართა. ექიმების განმარტებით, მათ დახმარება გაუწიეს, გაუკეთეს გადასხმები, მდგომარეობის დასტაბილურების შემდეგ კი დაზარალებულებმა უარი თქვეს ჰოსპიტალიზაციაზე და სახლში წავიდნენ.
ცნობილია, რომ როცა ისინი მეზობლებმა იპოვეს, სახლში იყო მოხარშული სოკო დიდი ქვაბით.
წყარო - ტელეკომპანია „რუსთავი 2“.