ვინ ძალადობდა ბავშვებზე - ვრცელდება შოკისმომგვრელი კადრები

მამა ბავშვების და მეუღლის ჩვენებების საფუძველზე დააკავეს და „ოჯახურ ძალადობაში“ წაუყენეს ბრალი.
Sputnik
თბილისი, 19 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს პროკურატურა ოჯახში ძალადობის ფაქტს იძიებს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
ტელეკომპანიის ცნობით, მამა - ვიტალი სოლოვიოვი მეუღლისა და ბავშვების ჩვენების საფუძველზე დააკავეს. მას ბრალი „ოჯახური ძალადობის“ მუხლით დაუსწრებლად წარუდგინეს.
თუმცა, სასამართლოს მიერ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხის განხილვამდე მამის ადვოკატმა კონსტანტინე გელაშვილმა ვიდეოკადრები გაავრცელა, სადაც დაფიქსირებულია დედის მხრიდან ერთ-ერთ ბავშვზე ძალადობის ფაქტი.
ადვოკატი ასევე ამტკიცებს, რომ ქალს შემაკავებელი ორდერის საფუძველზე აეკრძალა ბავშვებთან მიახლოება და მან შვილები სკოლიდან გაიტაცა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ბავშვთა მიმართ ძალადობის ამსახველ ვიდეოსთან დაკავშირებით ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვების მამამ, ვიტალი სოლოვიოვმა საქართველო უკვე დატოვა.
წყარო - ტელეკომპანია „რუსთავი 2“.