თბილისში ინდოელი დიპლომატი გაქურდეს

სომხეთში ინდოეთის საელჩოს თანამშრომელს, რომელიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით ჩამოვიდა, არასრულწლოვნებმა ჯიბიდან საფულე ამოაცალეს.
Sputnik
თბილისი, 19 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში სტუმრად მყოფი ინდოელი დიპლომატი თბილისში გაქურდეს, იუწყება ტელეკომპანია „მთავარი არხი“.
შემთხვევა პარასკევ საღამოს თავისუფლების მოედანზე, სავაჭრო ცენტრ „გალერეა თბილისის“ შესასვლელთან მოხდა.
დიპლომატის თანმხლები პირის განცხადებით, სომხეთში ინდოეთის საელჩოს თანამშრომელს, რომელიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით 18 ნოემბერს ჩამოვიდა, ჯიბიდან საფულე არასრულწლოვნებმა ამოაცალეს და მიიმალნენ.
საფულეში 300 დოლარი, 800 ლარი, 2000 ინდური რუპია და საბუთები იყო, თქვა დაზარალებულის თანხლებმა პირმა ტელეკომპანიასთან საუბარში.
საქმეზე დაწყებულია გამოძიება.
წყარო - ტელეკომპანია „მთავარი არხი“.