თბილისი, 19 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში 25 წლის მამაკაცის მკვლელობის ბრალდებით 37 წლის პირი დააკავეს, იუწყება ტელეარხი „მთავარი“ შსს-ზე დაყრდნობით.
წინასწარი მონაცემებით, ინციდენტი ქეიფის დროს მოხდა. შელაპარაკება მამაკაცებს შორის ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა, რა დროსაც 25 წლის ბიჭს დანა რამდენჯერმე დაარტყეს. ის მიღებული ჭრილობებისგან ადგილზე გარდაიცვალა.
შსს-ს ინფორმაციით, წარსულში რამდენჯერმე ნასამართლევი ეჭვმიტანილი „განზრახ მკვლელობის“ მუხლით უკვე დააკავეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ტელეარხის ინფორმაციით, ამ დროისთვის დაკავებული კლინიკაში იმყოფება, რადგან ჩხუბში ისიც დაშავდა. ექიმების თქმით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.