მარტვილში 9 წლის გოგონა სავარაუდოდ კბილის ამოღების შემდეგ გარდაიცვალა

ადგილობრივების ერთ-ერთი ვერსიით, გოგონას გართულებები კბილის ამოღების შემდეგ დაეწყო.
Sputnik
თბილისი, 19 ნოემბერი – Sputnik. მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურჩაში მცხოვრები, 9 წლის მარი ფოჩხუა გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში გარდაცვლილი გოგონას ახლობლები ავრცელებენ.
ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად, რამ გამოიწვია გოგონას გარდაცვალება. ადგილობრივების ერთ-ერთი ვერსიით, გოგონა კბილის ამოღების შემდგ დაწყებული გართულებებით დაიღუპა.