კახეთში ახალგაზრადა მამაკაცი მოკლეს

25 წლამდე მამაკაცს ჭრილობები სხეულზე ცივი იარაღით 40 წლამდე მამაკაცმა მიაყენა.
Sputnik
თბილისი, 19 ნოემბერი — Sputnik. ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ენისელში 25 წლამდე მამაკაცი მოკლეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდას ცივი იარაღით ჭრილობები სხეულზე , მათ შორის ყელის არეში ცივი იარაღით 40 წლამდე ასაკის მამაკაცმა მიაყენა.
მიღებული დაზიანენების შედეგად ახალგაზრდა ადგილზე გარდაიცვალა
რა გახდა მამაკაცებს შორის კონფლიქტის მიზეზი ჯერჯერობით, უცნობია.
წყარო - ტელეკომპანია „რუსთავი 2“.