თბილისი, 18 ნოემბერი – Sputnik. შოკოლადის საახალწლო ფესტივალი თბილისის ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში 3 და 4 დეკემბერს ჩატარდება, იუწყებიან ორგანიზატორები.
ღონისძიება ბოტანიკური ბაღის ღია სადღესასწაულო სივრცეში გაიმართება. იქ მნახველებს სანტა-კლაუსი და სხვა ზღაპრის გმირები, ანიმატორები, გათამაშებები, ფოტო-ზონები და მრავალი სხვა გასართობი დახვდებათ.
შოკოლადი
© Pixabay / PublicDomainPictures
ფესტივალის მთავარი ღონისძიება შოკოლადის მომზადების მასტერ-კლასია.
„წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა სახის საქართველოში წარმოებული და სხვა ქვეყნებიდან შემოტანილი შოკოლადის კანფეტები, ცხელი შოკოლადი, გლინტვეინი და კოკა-კოლას შემცველი კოქტეილები“, – ნათქვამია ფესტივალის ანონსში.
პროგრამაშია ასევე საახალწლო ნაკეთობების, სუვენირებისა და სადღესასწაულო აქსესუარების ბაზრობა. იქნება მუსიკაც დიჯეების შესრულებით. ფესტივალის კარი სტუმრებისთვის ღია იქნება 13:00-დან 20:00 საათამდე.
ფესტივალის მხარდამჭერი არიან თბილისის მერია, კომპანიები Coca-Cola და Chocolaterie Artisan.