პრეზიდენტი: საქართველო გლობალური სამყაროს ნაწილი უნდა იყოს

ზურაბიშვილის თქმით, საქართველო არის წარმატებული ,,სტარტაპი“
Sputnik
თბილისი, 18 ნოემბერი - Sputnik. საქართველო, მიუხედავად მისი იზოლაციის მცდელობისა, უნდა გახდეს გლობალური სამყაროს ნაწილი, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა Globalize UK 2022-ის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.
„ჩვენ გლობალური სამყაროს ნაწილი უნდა ვიყოთ. ზოგს შესაძლოა, სურდეს ჩვენი იზოლირება და მისი რეგრესი, მაგრამ, თუ საქართველოს მომავალ სამყაროში არსებობა სურს, ის გლობალური სამყაროს ნაწილი უნდა გახდეს“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
მისი თქმით, საქართველოს წარმატებული სტარტაპერია.
„საქართველო პატარა ქვეყანაა, მაგრამ დამეთანხმებით, რომ პატარა ქვეყნისთვის გარკვეულ დარგებში ჩვენ საკმაოდ ვართ წარმოდგენილი - იქნება ეს ღვინო, სპორტი თუ კულტურა და ტექნოლოგიები“, - აღნიშნა ზურაბიშვილმა.
ამასთან, მან საქართველოს უპირატესობა აღნიშნა.
„ჩვენ არ გვაქვს ბუნებრივი რესურსები, როგორიც მაგალითად, გაზია, მაგრამ ჩვენ გვაქვს ღვინო, გვაქვს ელექტროენერგია და შეგვიძლია მეტის ქონა. როგორც პატარა ქვეყანა, ჩვენ არ გვაქვს რაღაც მეტი, მაგრამ ჩვენ რაც გვაქვს, ესაა დიდი რაოდენობით ადამიანური ძალა, ადამიანური გონება და ექსპორტზე გატანის სურვილი“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
Globalize არის ბიზნეს-კონსალტინგური ორგანიზაცია, რომელიც ეხმარება ქართველ სტარტაპებსა და ექსპორტიორებს გაფართოვდნენ საერთაშორისო ბაზარზე ინოვაციური, სანდო და შედეგზე ორიენტირებული სერვისების მიწოდებით.