თბილისი, 18 ნოემბერი — Sputnik. პოლონეთი ათასობით ვიდეოკამერას დააყენებს რუსეთის ფედერაციის სუბიექტ კალინინგრადთან საზღვარზე, განუცხადა ჟურნალისტებს პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა მარიუშ კამინსკიმ.
მანამდე პოლონეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ კალინინგრადის რეგიონთან საზღვრის გაძლიერებას ელექტრონული ბარიერის შექმნით აპირებს.
„თუ ჩვენ ვსაუბრობთ ამ საზღვარზე, მაშინ ეს იქნება დღისა და ღამის ხედვის 3 ათასი კამერა, თბოვიზორები, მოძრაობის სენსორები და ყველა ის ტექნოლოგია, რომელიც საფრთხის სწრაფად იდენტიფიცირებასა და ჩვენი სამსახურების ძალიან სწრაფ წარმატებულ რეაგირებას გახდის შესაძლებელს“, — აღნიშნა კამინსკიმ.
მინისტრის თქმით, კომპანია, რომელიც წელსვე დაიწყებს ელექტრონული ღობის მშენებლობას პოლონეთ-რუსეთის საზღვარზე, უკვე შერჩეულია. მომავალი წლის მეორე ნახევარში კი ყველა ეს თანამედროვე საშუალება უკვე ხელმისაწვდომი იქნება პოლონელი მესაზღვრეებისთვის.