თბილისი, 18 ნოემბერი — Sputnik. რამდენიმე ავტომობილი და საზოგადოებრივი ტრანსპორტი შეეჯახა ერთმანეთს თბილისში, გურამიშვილის გამზირზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
გავრცელებული ინფორმაციით, ავარია ავტობუსის მძღოლის გამო მოხდა, რომელიც საჭესთან ცუდად გახდა.
ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები და საპატრულო პოლიციაა მობილიზებული. დაზარალებულების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება. მომხდარის სხვა დეტალების შესახებ ამ დროისათვის უცნობია.