თბილისი, 17 ნოემბერი — Sputnik. რუსეთი არ არის წინააღმდეგი, მოილაპარაკოს უკრაინასთან, ეს კიევს არ სურს მოლაპარაკებებზე წამოსვლა და ამიტომაც აყენებს წინასწარ პირობებს, რომლებიც მოსკოვისთვის მიუღებელია, აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვი.
როგორც რუსი დიპლომატი ამბობს, მიუღებელ პირობებს შორისაა კიევის მოთხოვნა ჯარების სრულად გაყვანის თაობაზე.
მისი თქმით, „მოლაპარაკებებზე გასვლა წინასწარი პირობებით „კონტრპროდუქციულია“ და ნიშნავს იმას, რომ „ამ ხალხს არც მოლაპარაკებები სურს და არც შედეგის მიღება“.
ამასთან რიაბკოვს მიაჩნია, რომ წინასწარ პირობებსა და პოზიციას შორის დიდი სხვაობაა, და რომ მოსკოვი პირობებს კი არ აყენებს, სწორედაც რომ თავის პოზიციებს იცავს.
„წინასწარი პირობები ერთია, პოზიცია კი, რომელიც მუშავდება — სხვა საქმეა. [მოსკოვის] პოზიცია, რა თქმა უნდა, ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას უზრუნველყოფს ყველა იმ სუბიექტის ჩათვლით, რომლებიც ბოლო დროს მივიღეთ რუსეთის ფედერაციაში. პოზიცია, რომელშიც აუცილებელია სპეციალური სამხედრო ოპერაციის წინაშე მდგარი მიზნების დაფიქსირება და დიპლომატიური ინსტრუმენტების მეშვეობით განხორციელება — ურყევია. მაგრამ ეს არ არის წინასწარი პირობა“, — მიაჩნია რიაბკოვს.
მისი თქმით, ეს პოზიცია მოლაპარაკებების დროს უნდა განხორციელდეს.