ოპერისა და ბალეტის თეატრში „ბოჰემის“ პრემიერა გაიმართება

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ოპერის, ჯაკომო პუჩინის „ბოჰემის" დამდგმელი რეჟისორია ჟან-ლუი გრინდა.
Sputnik
თბილისი, 17 ნოემბერი – Sputnik. ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში 16 დეკემბრისთვის დიდი იტალიელი კომპოზიტორის ჯაკომო პუჩინის ოპერა „ბოჰემის“ პრემიერა მზადდება, ნათქვამია თეატრის განცხადებაში.
„ბოჰემა“ მსოფლიოს საოპერო თეატრებში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ნაწარმოებია, რომელიც ხშირად იდგმება. ის ანრი მიურჟეს ცნობილი ნაწარმოების „სცენები ბოჰემური ცხოვრებიდან“ მიხედვით შეიქმნა. ოთხაქტიანი ოპერის ლიბრეტოს ავტორები არიან ლუიჯი ილიკა და ჯუზეპე ჯაკოზა.
ოპერა „ბოჰემის“ აფიშა
ოპერაში გადმოცემულია ახალგაზრდა და ძალიან ნიჭიერი ადამიანების ცხოვრება, რომლებიც არიან დამოუკიდებელი, იმედითა და ოცნებებით აღსავსე, მაგრამ ძალიან ღარიბი. კომპოზიტორმა ბრწყინვალედ გადმოსცა პარიზის, მისი ლათინური კვარტლისა და მანსარდის ატმოსფერო, სადაც არტისტები ცხოვრობენ.
ოპერის დამდგმელი რეჟისორია ჟან-ლუი გრინდა, სცენოგრაფი – რუდ საბონგი, ხოლო კოსტიუმების დიზაინერი – დიან ბელუგო.
ოპერის პრემიერა 1896 წლის 1 თებერვალს ტურინის თეატრ „რეჯოში“ გაიმართა.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს