თბილისი, 17 ნოემბერი — Sputnik. ნატოს ახალი გენერალური მდივანი პროცედურის შესაბამისად დასახელდება ალიანსის სამიტზე, რომელიც 2023 წლის ივლისში გაიმართება ვილნიუსში, განაცხადა ლიეტუვის პრემიერ-მინისტრმა ინგრიდა შიმონიტემ.
„რეალურად სხვა მეთოდი არ არსებობს. ეს მოხდება უბრალოდ პროცედურის შესაბამისად, როგორც კალენდარი გვავალდებულებს. იენს სტოლტენბერგის კადენცია იწურება და მომავალი ლიდერის ვინაობა უნდა დასახელდეს“, — აღნიშნა შიმონიტემ რადიო Zhinyu-ს ეთერში.
მისი თქმით, ამას არავითარი კავშირი არ აქვს კონკრეტულ კანდიდატებზე გავრცელებულ ხმებთან, ვინაიდან ზოჯერ არაპროგნოზირებადი საბოლოო გადაწყვეტილებები მიიღება.
ამასთან შიმონიტემ თავი შეიკავა კომენტარის გაკეთებისგან გაზეთ Financial Times-ის ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც ის თავად არის ნატოს გენმდივნობის ერთ-ერთი კანდიდატი.
მანამდე Financial Times წყაროებზე დაყრდნობით იტყობინებოდა, რომ ინგრიდა შიმონიტეს გარდა, სტოლტენბერგის შემცვლელად კიდევ რამდენიმე კანდიდატი განიხილება: კანადის ვიცე-პრემიერი ქრისტია ფრილანდი, ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასი, პოლონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი, ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი და იტალიის პრემიერ-მინისტრი მარიო დრაგი.