Holoseum-ში ციფრული გამოფენა გაიმართება

Sputnik
თბილისი, 17 ნოემბერი – Sputnik. თბილისში მულტიმედიურ მუზეუმ Holoseum-ში 18-20 ნოემბერს გაიმართება ATF-გამოფენა, სადაც ერთმანეთს ერწყმის მხატვრის კლასიკური ნამუშევარი და ხელოვნური ინტელექტი.
„რამდენიმე წლის შემდეგ საჭირო იქნებიან კი მხატვრები და შეძლებთ განასხვავოთ ადამიანის ხელი ნეიროქსელისგან? გაიგეთ და შეამოწმეთ ATF-ის გამოფენაზე“, – წერენ ორგანიზატორები.
გამოფენის მთავარი თემა თვითიდენტობაა, რომელიც მუზეუმში სხვადასხვა ტექნოლოგიების დახმარებით და პერფორმანსით იქნება გადმოცემული.
მულტიმედიური მუზეუმი Holoseum მდებარეობს ბეთლემის ქუჩის №10-ში.