მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

დონალდ ტრამპმა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე განაცხადი შეიტანა

Sputnik
თბილისი, 16 ნოემბერი — Sputnik. დონალდ ტრამპმა აშშ-ის ფედერალურ საარჩევნო კომისიას მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ განაცხადი წარუდგინა, რის შემდეგაც მხარდამჭერებს შეხვდა.

„ამერიკისთვის დიდების დასაბრუნებლად, დღეს საკუთარი კანდიდატურა წამოვაყენე აშშ-ის პრეზიდენტის პოსტზე. <...> მე ვიბრძოლებ ისე, როგორც არავის უბრძოლია ჩემამდე. ჩვენ დავამარცხებთ რადიკალ დემოკრატებს და შევაჩერებთ ჩვენი ქვეყნის რღვევას“, — მიმართა ტრამპმა მარ-ე-ლაგოს რეზიდენციაში შეკრებილ მხარდამჭერებს.

მისი თქმით, ამ დროისათვის შეერთებული შტატები „საშინელ მდგომარეობაშია“, რაშიც ბრალი ჯო ბაიდენსა და დემოკრატებს მიუძღვით.
მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში 2024 წელს ჩატარდება. აქამდე ქვეყნის ისტორიაში ერთადერთი პრეზიდენტი, რომელიც მეორედ აირჩიეს ოთხწლიანი პაუზის შემდეგ, გროვერ კლივლენდი იყო. ეს 1893 წელს მოხდა.